ადმინისტრატორი — Erik

Erik — ლოგო
Erik

ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპიუტერული კლუბი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • ადმინისტრატორის მთავარი ამოცანაა სტუმრების ხარისხიანი მომსახურება, კლუბში კომფორტული ატმოსფეროს შენარჩუნება და ცვლის განმავლობაში კლუბის ყოველდღიური მუშაობის კონტროლი;
  • მომხმარებლების მიღება და მომსახურება;
  • მომხმარებლების განთავსება კომპიუტერებთან;
  • კლუბის პროგრამასთან და შიდა სისტემებთან მუშაობა;
  • მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემა და დახმარება;
  • კომპიუტერებისა და სხვა აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
  • კლუბში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  • კლუბის შიდა წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში მათი დაფიქსირება და შესაბამისი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სალაროსთან და გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
  • ცვლის განმავლობაში კლუბის პროცესების კონტროლი;
  • ცვლის დასრულებისას სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის შემოწმება.
მოთხოვნები:
  • კომპიუტერებისა და კომპიუტერული თამაშების მიმართ ინტერესი;
  • კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
უპირატესობები:
  • ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და აქტიურ ადმინისტრატორს ჩვენს კომპიუტერულ კლუბში;
  • თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.