ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი — დჯ ჯგუფი

დჯ ჯგუფი

ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "DG ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

ლოკაცია: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
  • HR მიმართულებით პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
  • ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება;
  • შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი;
  • სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობისა და კომპანიის წესდების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ