აჭარის რეგიონის წამყვანი სავაჭრო წარმომადგენელი
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B -ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB, VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში აჭარის რეგიონის წამყვანი სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე:
KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებსითვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის)
ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში , როგორიცაა ( რესტორნები , წარმოებები, სასტუმროები და სხადასხვა ).
UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუელბებს . კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით „ DOVE“ რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში, სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა
კომპანია“ სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- ჯამურ ანაზრაურებას: 2000-4000 ლარამდე
- ფიქსირებულ ხელფას: 2000 ლარს
- გეგმის შესრულების ბონუს და სამოტივაციო ბონუს: 2000 ლარი
- საწვავით უზრუნველყოფას
- ჯანმრთელობის დაღვევას
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა
- ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- საკუთარი ავტომობილი
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- კომუნიკაბელურობა
- წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
- დარწმუნების უნარი
- მიზანდასხულობა
- ურთიერთობის დამყარების უნარი
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
- დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)
- კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
- მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე საწყისი პროექტის მომზადება პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის.
- მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი
- ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან.
- ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მისი დროულად, ვადებში დაფარვა.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია: შპს ჯისი
მონაცემთა დამუშავების მიზანი: თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ: კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა: შპს „ჯისი“-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა: პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ: მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება
შპს „ჯისი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.