1C ბუღალტერი — კლინტექი

კლინტექი

1C ბუღალტერი

₾2500.0 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას 1C ბუღალტერის პოზიციაზე.

(კომპანიაზე დამატებითი ინფორმაციის შესახებ, გადადით ბმულზე: https://zoma.ge/)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შიდა გადაადგილებების პროგრამაში ასახვა და ზედნადებების გამოწერა;
  • საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული კონტროლი და ინვენტარიზაცია;
  • სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული არაყოველდღიური სხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
  • საქონლისა და მომსახურების შემოსვლის გატარება;
  • უშუალო უფროსის თანამდებობასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება;
  • ყოველთვიური სამეურნეო და სარემონტო ხარჯების პროგრამაში გატარება;
  • ანგარიშფაქტურების ატვირთვა.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები:

  • ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ცოდნა - აუცილებელი პირობაა;
  • უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)

სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 2000 ლარი, მზარდი 3 თვის შემდეგ 2500 ლარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ