ვიდეოოპერატორი-მემონტაჟე — საქართველოს ამბები/მთის ამბები

საქართველოს ამბები/მთის ამბები

ვიდეოოპერატორი-მემონტაჟე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიას ვიდეოოპერატორი-მემონტაჟის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომელიც მზად არის, ჩაერთოს საველე ექსპედიციებში და შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მედიაპროდუქტი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები: აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მედიაში ოპერატორად და მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
** Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ცოდნა; გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) კარგი ფლობა (მიიჩნევა უპირატესობად).
** დრონის მართვის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად).
** შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ