ვიდეომონტაჟის სპეციალისტი — ცერემონიი

ცერემონიი

ვიდეომონტაჟის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტპროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო, ბრენდირებული და კორპორაციული ვიდეოების მონტაჟი და ვიზუალური თხრობის ჩამოყალიბება.
** მრავალკამერიანი პოდკასტების, ინტერვიუებისა და სტუდიური გადაცემების სინქრონიზაცია და მონტაჟი.
** ვიდეომასალის შერჩევა, დახარისხება, პროექტების ორგანიზება და არქივირება.
** ფერების კორექცია და ფერების დამუშავება (Color Correction / Grading).
** აუდიოს, მუსიკის, ტიტრების, სუბტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების ინტეგრირება.
** სხვადასხვა პლატფორმისთვის ვიდეოების ადაპტირება, მათ შორის YouTube და შესაბამისი ფაილების ექსპორტი.
** საბოლოო ხარისხის კონტროლი და დამკვეთის უკუკავშირის მიხედვით შესწორებების შეტანა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება და ნამუშევრების პორტფოლიო.
** Adobe Premiere Pro-ს ან DaVinci Resolve-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** Multicam Editing-ის, კადრის რიტმისა და ვიზუალური თხრობის პრინციპების ცოდნა.
** Color Correction-ის, Codec-ის, Frame Rate-ისა და საექსპორტო ფორმატების ცოდნა.
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირება და ვადების დაცვა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** After Effects, Motion Graphics, Fusion და Sound Design-ის ცოდნა.
** სარეკლამო და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ