ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქრების 40
- ანაზღაურება: სრული, შაბათ-კვირის გარდა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მუდმივი ვიდეომონიტორინგი;
- სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- გამოვლენილი დარღვევების დაფიქსირება, გადამოწმება და ჩანაწერების დაარქივება;
- ცვლის დასრულების შემდეგ, ანგარიშის წარდგენა და ცვლის გადაბარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (Ms Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.