უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი საწყობის უფროსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი საწყობის უფროსი
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი
- უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი
- განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- საწყობზე რიცხული მატერიალური ქონების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შენახვის უზრუნველყოფა;
- საწყობში მიღების, შენახვისა და გაცემის მეთოდების გაუმჯობესება და სრულყოფაზე წინადადებების შემუშავება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დანაკლისისა და არასრული დატვირთვის შემთხვევები;
- ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მისი მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;
- საწყობში შემოსული ქონების შესახებ წერილობით მოხსენება ხელმძღვანელ პირზე;
- საწყობზე რიცხული ქონების დოკუმენტური შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან თვეში ერთხელ, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მატერიალური საშუალებების მიღებისა და გაცემის დოკუმენტების სისწორის კონტროლი;
- საწყობის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების ორგანიზება;
- უზრუნველყოს საწყობის საიმედო დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში საწყობში უსაფრთხოების ზომების გატარება;
- უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
- უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის მიერ ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
მოთხოვნები
განათლება:
- საშუალო
- საშუალო-პროფესიული
- ლოჯისტიკის, სამეურნეო, საწყობო მეურნეობის, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული სფერო
- ბაკალავრის ხარისხი
გამოცდილება:
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 2 წლის გამოცდილება სასაწყობო მეურნეობაში;
- ინვენტარიზაციისა და მატერიალური ღირებულებების მართვის გამოცდილება;
- სასურველია განათლების ან სამხედრო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
- შრომის კოდექსისა და საწყობო რეგლამენტების ცოდნა;
- სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- საწყობო ოპერაციების დაგეგმვა და ორგანიზება;
- მატერიალური ღირებულებების მიღება, შენახვა და გაცემა;
- საწყობო ფართის ოპტიმიზაცია და ეფექტური ორგანიზება;
- მარაგების მართვა და კონტროლი;
- ინვენტარიზაციის ჩატარება და აღრიცხვის წარმოება;
- მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის სწორი წარმოება;
- ელექტრონული და ქაღალდის არქივის მართვა;
- ანგარიშგების რეგულარული მომზადება;
- შტრიხ-კოდების სისტემების ფლობა;
- ელექტრონული ინვენტარიზაციის სისტემების გამოყენების ცოდნა.
სხვა უნარები:
- უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო;
- კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).
ანაზღაურება: 1936 ლარი