საწყობის თანამშრომელი
კომპანია „ოფის მიქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე!
ჩვენ შესახებ:
„ოფის მიქსი“ 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მრავალფეროვან პროდუქციას. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს საკანცელარიო და საოფისე ნივთებს, ჰიგიენურ და საწმენდ საშუალებებს, და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N127
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00
ანაზღაურება: 1300–1700 ლარი (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე. ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის მიღება, დახარისხება,შემოწმება და საწყობში განთავსება;
- მომხმარებლებისა და კორპორატიული კლიენტების შეკვეთების მომზადება;
- სადისტრიბუციო ავტომობილის დატვირთვასა და დაცლაში მონაწილეობა;
- საწყობში პროდუქციის მარაგების მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინა;
- სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდსა და მხარდამჭერ მენეჯმენტს;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.
ვებგვერდი: https://officemix.ge/
შემოგვიერთდი „ოფის მიქსის“ გუნდში!