უსაფრთხოების თანამშრომელი- მცხეთა
ფაბრიკა 1900 გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
ფაბრიკა 1900 ეძებს გუნდის ახალ წევრს - უსაფრთხოების თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს ტერიტორიისა და მასზე არსებული მატერიალური ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- საწარმოს ტერიტორიაზე თანამშრომლებისა და ვიზიტორების გადაადგილების კონტროლი;
- საწარმოში შემოსული და გასული პირებისა და საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
- საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვის მონიტორინგი;
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დაფიქსირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- კეთილსინდისიერება და პატიოსნება;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- ტრანსპორტირება;