უსაფრთხოების ოფიცერი - გუდაური
Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს უსაფრთხოების ოფიცრის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: სასტუმროს უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 6 დასვენების დღე, მონაცვლეობით
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ქონების (მათ შორის შენობა, ინვენტარი და სხვ.), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპანიისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა რეგულაციების დაცვით;
- ობიექტის სისტემატური ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება;
- სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარების სტანდარტებისა და სასტუმროს საევაკუაციო პროტოკოლის დაცვა, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში;
- თანამშრომელთა წვდომების კონტროლი, სივრცეების მეთვალყურეობა და შესაბამისი ზომების მიღება თანამშრომელთა/უცხო პირთა არაავტორიზებულ სივრცეებში დაფიქსირებისას;
- სასტუმროს თანამშრომლების ხელშეწყობა უსაფრთხოების დეპარტამენტის თვალსაზრისით, ეფექტური კომუნიკაცია სტუმრებთან, საჭიროებისამებრ;
- თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის მონიტორინგი, სათანადო პროცედურების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად.
მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლიანობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, საგანგებო მდგომარეობასთან ეფექტურად გამკლავების უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები.