უსაფრთხოების ოფიცერი — IOTA Hotels

IOTA Hotels — ლოგო
IOTA Hotels

უსაფრთხოების ოფიცერი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმრო იოტაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით
  • უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
  • სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი
  • საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა
  • უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება
  • აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება
  • სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა
  • სტუმრების დახვედრა/მისალმება, ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
  • სტუმრების გაცილება დანიშნულების ადგილამდე
  • სტუმრებთან ეფექტური და მეგობრული კომუნიკაციის დამყარება და სხვა რელევანტური სახის დახმარების გაწევა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე
  • უპირატესობად ჩაითვლება B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება)

გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10