უსაფრთხოების მენეჯერი
შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ბეტონის წარმოებისა და რეალიზაციის ფრანგულ შვეიცარიული კომპანია "LAFARGE HOLCIM"-ის წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო ტერიტორიის რეგულარული შემოვლა, სამუშაო პროცესების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- სამუშაო ადგილზე გამოვლენილი საფრთხეების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- მძღოლებისა და ვიზიტორებისთვის პირველადი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება;
- მომუშავე თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პერსონალური დამცავი აღჭურვილობის) გაცემა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი;
- სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლი;
- დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- საწარმოო ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებების მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- კონფიდენციალურობისა და ორგანიზაციის კორპორაციული ღირებულებების დაცვა;
- ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო აღრიცხვაზე, გაცემასა და შენახვის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
- გამოვლენილი საფრთხეებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში ან საწარმოო გარემოში, განსაკუთრებით ბეტონის ქარხანაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ფლობა; (ვადა მინ 1 წელი)
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და სხვა) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ბეტონის ქარხანა.
სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ;