უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტი — Geosky

Geosky

უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Geosky" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • უსაფრთხოების დირექტორისა და უსაფრთხოების ოფიცრის დახმარება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავალებაში;
  • უსაფრთხოების ჩანაწერების, ჟურნალების, რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების წარმოებისა და განახლების მხარდაჭერა, მათ შორის: შემთხვევების ანგარიშები, მოკვლევის რეესტრი, საფრთხეების რეესტრი, აუდიტის რეესტრი, ფრენის უსაფრთხოების ინდიკატორების ცხრილი, უსაფრთხოების მართვის სისტემის სწავლების რეესტრი და სხვა;
  • უსაფრთხოების სახელმძღვანელოების, პროცედურებისა და მითითებების მომზადებაში, ფორმატირებასა და გავრცელებაში დახმარება;
  • შიდა მოკვლევის პროცესში უსაფრთხოების შემთხვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ორგანიზებაში დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შეხვედრების, ბრიფინგებისა და ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მხარდაჭერა;
  • უსაფრთხოების ეფექტიანობის მიმოხილვებისა და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრებისთვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება.
  • მხარდაჭერის სპეციალისტი პასუხისმგებელია მისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაოს სათანადოდ შესრულებაზე.
  • მხარდაჭერის სპეციალისტი პასუხისმგებელია დაკისრებული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
  • უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ციფრულ ინსტრუმენტებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
  • უსაფრთხოების ინფორმაციის დამუშავებისას დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და სიზუსტე;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, როგორიცაა Word, PDF, Excel და PowerPoint.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე უსაფრთხოების ინფორმაციის დამუშავებისას;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • უსაფრთხოების კულტურის მხარდაჭერისა და განვითარებისკენ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობა;