უმცროსი იურისტი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დავალებების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი. უკუკავშირი პარტნიორ კომპანიებთან;
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა. ასევე, მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
- კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
- წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
- საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
- კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით);
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად).
პიროვნული უნარ-ჩვევები: მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.