უმცროსი იურისტი — პარტნიორი

პარტნიორი — ლოგო
პარტნიორი

უმცროსი იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის " შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქრების ქუჩა

გრაფიკი: 10:00-18:00 ორშ-პარ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უფროსი იურისტის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, განცხადებები, საჩივრები, წერილები და სხვა) მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა;
  • სასამართლო და ადმინისტრაციული საქმეებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მასალების მოძიება, დამუშავება და მომზადება;
  • კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და სხვა სამართლებრივი წყაროების კვლევა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
  • სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის წარდგენა;
  • კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზში მონაწილეობა და უფროსი იურისტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ლიცენზიების, ნებართვებისა და სხვა სამართლებრივი პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა;
  • იურიდიული დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა და სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესებსა და შეხვედრებზე დასწრება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება - ბაკალავრი ან/და მაგისტრი;
  • ჯუნიორ იურისტის/იურისტის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სატრანსპორტო/სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.