უმცროსი იურისტი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
- შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო + FITPASS. დასაქმებიდან 1 წლის შემდეგ შესაძლოა დაწინაურება უფროს იურისტად (3000 + ლარი ხელზე), შემდეგ კი მთავარ იურისტად (4000 + ლარი ხელზე).
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;
- კომპანიების რეგისტრაცია;
- სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (ჩაითვლება უპირატესობად);
- მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).