უმცროსი HR სპეციალისტი- ბათუმი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში . ჩვენს მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური HR და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა ** თანამშრომლების დოკუმენტაციისა და HR ჩანაწერების მართვა და განახლება ** შიდა კომუნიკაციისა და თანამშრომლებთან დაკავშირებული აქტივობების კოორდინაცია ** საჭიროების შემთხვევაში რეკრუტინგ პროცესისა და ინტერვიუების ორგანიზებაში მხარდაჭერა ** შიდა ღონისძიებებისა და employee engagement აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა ** თანამშრომლების HR საკითხებთან დაკავშირებული კითხვებისა და მოთხოვნების მხარდაჭერა ** HR პროცესების გაუმჯობესებასა და თანამშრომლების გამოცდილების განვითარების ინიციატივებში ჩართულობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი HR-ის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა მსგავსი მიმართულებით ** სასურველია სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება HR ან ადმინისტრაციულ მიმართულებით ** ინტერესი HR და People Management სფეროს მიმართ ** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** Microsoft Office პროგრამების საბაზისო ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა ** გუნდურ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი