უმცროსი ექიმი- ბათუმი
"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს უმცროსი ექიმის ვაკანსიას.
განცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი - 09 ოქტომბერი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/პუშკინის 164
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება - დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პაციენტზე ორიენტირებულობა;
- კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
- თავაზიანობა;
- მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
- კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
- სუბორდინაცია;
- გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
- სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობისა და სიტუაციის დარეგულირება;
- თვითგანვითარება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ექიმის ხელმძღვანელობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობა;
- პაციენტის ჩივილების, ანამნეზისა და ობიექტური მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა;
- პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შეფასება და მონიტორინგი;
- პაციენტის მდგომარეობის ცვლილების შესახებ პასუხისმგებელი ექიმის დროული ინფორმირება;
- ექიმის მითითებების შესაბამისად სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებაში მონაწილეობა;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებისათვის პაციენტის მომზადება და კვლევის შედეგების ექიმისთვის დროული მიწოდება;
- ექიმის მიერ განსაზღვრული მკურნალობის პროცესის განხორციელებაში მონაწილეობა;
- პაციენტის მდგომარეობის დინამიკის დაკვირვება და შესაბამისი ინფორმაციის პასუხისმგებელი ექიმისთვის მიწოდება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობა და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დადგენილი წესის შესაბამისად;
- პაციენტის გადაყვანისა და რეფერირების პროცესში მონაწილეობა;
- პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
- ინფექციების კონტროლისა და სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვა;
- განყოფილების ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება;
- პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მუდმივი გაუმჯობესება;
- სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და ხელმძღვანელის შესაბამისი მითითებებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.
სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები.