ექიმი-თანაშემწე- ბათუმი — საგიტარიუსი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

საგიტარიუსი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

ექიმი-თანაშემწე- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "საგიტარიუსი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-თანაშემწის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის ამბულატორიული ისტორიის, ფორმა №IV-100/ა-ს), წარმოება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და მიმდინარე საკითხების ოპერატიული გადაჭრა;
** ექიმების სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი პროცედურების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის უნარი;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დინამიკურ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად კოორდინაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფიდენციალურობის დაცვა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:00 (შაბათი და კვირა - დასვენების დღეები).
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქ. №91.
** ელ ფოსტა:
** ტელ.: 599 918 387
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.