უმცროსი ექიმი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე ბავშვთა ER - ის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
ჩვენთან მიღებული ერთ წლიანი გამოცდილების შემდეგ კანდიდატი მიიღებს კლინიკის შიდა რეზიდენტურაში ჩაბარების უპირატესობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა;
- აკურატულობა;
- ორგანიზებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.