ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი
ვიტა ინვიტრო კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტის (ექიმი-რადიოლოგის) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს პაციენტთა მაღალი ხარისხის მომსახურებას რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება (Gyn/Ob მიმართულებით);
- ფოლიკულოგენეზის (კვერცხუჯრედის ზრდის) დინამიკური მონიტორინგი;
- სუროგატი დედებისა და ორსულთა ულტრაბგერითი მონიტორინგი;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და დასკვნების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში;
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ბაზისური ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პაციენტებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 10:00-დან 18:00-მდე (დასვენების დღე: შაბათი);
- ანაზღაურება: 7000 ლარი (ხელზე ასაღები);
- კლინიკის მისამართი ქ. თბილისი, საბურთალო, მარიჯანის 2ბ.