უფროსი მოლარე- ბათუმი
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე ბათუმში.
"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.
ძირითადი მოვალეობები:- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება (ორგანიზაციები);
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- სალაროზე გატარებული საქონლის კონტროლი;
- მოლარეების სამუშაო გრაფიკის და მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- ინკასაციის მომზადება და ბუღალტერიასთან ურთიერთობა;
- ორგანიზაციის და დიპლომატის დარეგისტრირება;
- სალაროდან თანხის გაცემა და პროგრამულად ასახვა;
- ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.
- უმაღლესი განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული ოპერაციების ცოდნა;
- კარგი მათემატიკური უნარები;
- პროცესების და თანამშრომელთა მართვის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი ერთგულება;
- დაკვირვება და ორგანიზებულობა.