უფროსი მეთვალყურე/დაცვის უფროსი- წალენჯიხა
შპს "ნათს ინქორფორეითიდ" დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.
პოზიცია: უფროსი მეთვალყურე (დაცვის უფროსი)
სამუშაო ადგილი: სამეგრელო, წალენჯიხა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2200 ლარი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- კომპანიის ლოკაციებზე მიმდინარე აქტივობების რეგულარული პატრულირება, მონიტორინგი, საეჭვო პირების ან ინციდენტების დაუყოვნებლივ გამოვლენა რეაგირება.
- ვიზიტორებისა და მანქანების შესვლა-გამოსვლის კონტროლი პროტოკოლის მიხედვით;
- ცვლის მეთვალყურეებისათვის ინფორმაციის გადაცემა, სამუშაო განრიგის შედგენა, დავალებების გადანაწილება და ყოველდღიური ზედამხედველობა, დაქვემდებარებულ თანამშრომელთა დისციპლინის უზრუნველყოფა.
- ინციდენტების, მოვლენებისა და მიღებული ზომების წერილობით ასახვა.
- კომპანიის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და მის დაქვემდებარებულთათვის გაცნობა.
- სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;