უფროსი იურისტი — Gelbakhiani Legal Services

Gelbakhiani Legal Services — ლოგო
Gelbakhiani Legal Services

უფროსი იურისტი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იურიდიული კომპანია "გელბახიანი ლიგალ სერვისის" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

უფროსი იურისტის სამუშაო მოიცავს კომპანიისათვის და კომპანიის კლიენტებისათვის სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი მომსახურების გაწევას, მათ შორის:

  • კომპანიისათვის და კომპანიის კლიენტებისათვის სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი მომსახურების გაწევა, მათ შორის: შიდა აქტების, სადამფუძნებლო დოკუმენტების, ნებისმიერი ტიპის და შინაარსის გარიგების, სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაციის, კორესპონდენციის მომზადება, ექსპერტიზა და ანალიზი;
  • კომპანიის ან/და მისი კლიენტების წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში, შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება ან/და შეხვედრების ორგანიზება;
  • წარმომადგენლობა სანოტარო ბიუროებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. დოკუმენტების დასამოწმებლად, განსახილველად ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენა და შესაბამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების, სასამართლო პრაქტიკის, მუდმივი კონტროლი, კომპანიის და მისი კლიენტების ინფორმირება და სამუშაო პროცესში გამოყენება;
  • კომპანიის უმცროსი იურისტებისათვის შესაბამისი დავალებების გადანაწილება და მათი შესრულების კონტროლი.

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

კანდიდატის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სამეწარმეო კანონმდებლობის თეორიის კარგი ცოდნა;
  • სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით, ხელშეკრულებებსა და კორპორაციულ დოკუმენტებზე, მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი) წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა. ამასთანავე, რუსული ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა ჩაითვლება დამატებით მნიშვნელოვან ბენეფიტად.

ანაზღაურება: 4000 ლარიდან (NET), კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დასაქმებულს შეიძლება მიეცეს წლიური ბონუსი, კომპანიის საბონუსე პოლიტიკის შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ