უფროსი იურისტი — გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია

გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია

უფროსი იურისტი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი იურისტი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)

შრომის ანაზღაურება: 3000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 4000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა + FITPASS ვაუჩერი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
  • წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
  • სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ).
  • კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება.
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
  • ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება.
  • სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება.
  • კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა). სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
  • ადვოკატად ან კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა).
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია).
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
  • მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).