უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
"Lux Residence" არის სამშენებლო კომპანია ბათუმში 2007 წლიდან დღეის მდგომარეობით ვაშენებთ მე-9 კომპლექსს. ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან და ვახორციელებთ უძრავი ქონების გაყიდვებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას გაყიდვების პროცესზე - დაწყებული მოლაპარაკებებიდან, დასრულებული გარიგების გაფორმებით.
"Lux Residence" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების შეთავაზება და პრეზენტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებზე;
- მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება;
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
- CRM სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაცია და განახლება;
- ჩვენ მიერ მოწოდებული ლიდებთან მუშაობა და მათზე აქტიური კომუნიკაცია;
- დამატებით - კლიენტების მოძიება სხვადასხვა უძრავი ქონების პლატფორმებსა და ონლაინ არხებში.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
- გაყიდვებში გამოცდილება (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
- ქართულ ან რუსულ ენებზე თავისუფლად საუბარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმოტივაცია;
- გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ ბონუსებს შესრულებული გაყიდვებიდან;
- ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას;
- მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00)