თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერი- ქუთაისი — ეკოკემიკა სერვის ჯგუფი

ეკოკემიკა სერვის ჯგუფი

თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერის პოზიციაზე.

თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერის ფუნქციები:

  • კომპანიის შიდა და გარე სივრცის კონტროლი, მოვლა, დასუფთავება (მ.შ. სამრეცხაოს ბოქსების დასუფთავება, ბოქსებში არსებული შუშების და სამართავი პულტების, ასევე მტვერსასრუტების მოვლა-გაწმენდა);
  • ორგანიზაციის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ძირითადი საშუალებებისა და ინვენტრის მოვლა-შენახვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • მომხმარებლებზე ყურადღების მიქცევა, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა;
  • ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება.

შრომის ანაზღაურების პირობები: ყოველდღიური ანაზღაურება, შემოსული საერთო თანხის 20%.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები 8:00 - 19:00 საათამდე, შესვენება თავისუფალი გრაფიკით, დღეში 2-ჯერ, თითო საათის ოდენობით. დამსაქმებელი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს დღის განმავლობაში შრომის საათებს, რის შესახებაც წინასწარ ატყობინებს დასაქმებულს.