საოპერაციო მენეჯერი — Dentor

Dentor

საოპერაციო მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Dentor" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

გაუძეხით მცირე სტომატოლოგიური კლინიკის ყოველდღიურ მუშაობას: მართეთ ადმინისტრატორების გუნდი, ასწავლეთ თანამშრომლებს და მოაწესრიგეთ პაციენტის გზა პირველი შეტყობინებიდან შეთანხმებულ შემდგომ ნაბიჯამდე.

პირველი ორი თვე, გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში: თვეში 2 500 ლარი, ხელზე ასაღები.

მესამე თვიდან: თვეში 3 000 ლარი, ხელზე ასაღები + კვარტალური ბონუსები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-19:00

კვირაში მინიმუმ სამი დღე კლინიკაში ყოფნა აუცილებელია. დანარჩენ დღეებში მუშაობა ჰიბრიდულია; კვირის განრიგს მფლობელთან შეათანხმებთ.

ქართული ენა და ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია. რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა.

კლინიკა, რომლის განვითარებაშიც მონაწილეობას მიიღებთ

კლინიკის მფლობელი აქტიურად ავითარებს დენტორის ციფრულ პროცესებს. მასთან უშუალოდ ითანამშრომლებთ და გუნდს დაეხმარებით კლინიკის მართვის სისტემის ყოველდღიურ გამოყენებაში: პაციენტის შესახებ ინფორმაციის, ჩაწერების, ვიზიტის შედეგებისა და შემდგომი დავალებების სწორად აღრიცხვაში.

ამ სამუშაოს მთავარი ნაწილი სისტემისა და ყოველდღიური პრაქტიკის ერთმანეთთან დაკავშირებაა. მომდევნო ადმინისტრატორს ჩანაწერიდან უნდა შეეძლოს გაიგოს, რა მოხდა და რა არის გასაკეთებელი. შედგა თუ არა ჩანიშნული ვიზიტი? დადასტურებულია თუ არა გადახდა? თუ ინფორმაცია არასრულია, ვინ და რას გადაამოწმებს?

როდესაც პროცესში პრობლემას შენიშნავთ, შეძლებთ კონკრეტული მაგალითის განხილვას მფლობელთან და გაუმჯობესებაში მონაწილეობას. სისტემის წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია, ახალ პროგრამას სწრაფად აუღოთ ალღო და მისი გამოყენება სხვებსაც გასაგებად ასწავლოთ.

შერჩევის დროს ინსტრუმენტებს გამოგონილი პაციენტების მაგალითებზე გაგაცნობთ.

რას გაუძღვებით ყოველდღიურად

პაციენტების მოზიდვაზე ვმუშაობთ გუგლის ძიებასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სერვისებშიც. თქვენი მონაწილეობა იქნება იდეის განხილვა, სპეციალისტისთვის გასაგები დავალების მომზადება და შედეგების შეფასება. რეკლამის ტექნიკური გამართვა, პროგრამირება, საძიებო ოპტიმიზაციის ტექნიკური სამუშაოები და მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებები შესაბამის სპეციალისტებს ეკუთვნით.

** დაგეგმავთ ადმინისტრატორების განრიგს, გაანაწილებთ პასუხისმგებლობებსა და დღის პრიორიტეტებს, მოაწესრიგებთ მორიგეობების გადაბარებას.
** პრაქტიკული მაგალითებით ასწავლით ადმინისტრატორებს, დააკვირდებით მათ დამოუკიდებელ მუშაობას და მისცემთ კონკრეტულ უკუკავშირს.
** შეამოწმებთ შემოსულ შეტყობინებებს, ჩაწერებს, გამოტოვებულ ვიზიტებსა და შეთანხმებულ შემდგომ მოქმედებებს. შესასრულებელ დავალებებს ეყოლება პასუხისმგებელი და ექნება ვადა.
** დაეხმარებით გუნდს მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და პაციენტების საჩივრების მოგვარებაში. სამედიცინო საკითხებზე ჩართავთ პასუხისმგებელ ექიმს.
** იზრუნებთ ინფორმაციის სიზუსტეზე. ერთმანეთისგან გამიჯნავთ ჩაწერას, პაციენტის მოსვლას, გაწეულ მომსახურებასა და დადასტურებულ გადახდას; შეუსაბამობებს გადაამოწმებთ და მფლობელს გასაგებად მიაწვდით ინფორმაციას.
** მფლობელთან და მარკეტინგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებთ შეთავაზებებსა და პაციენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე: მოამზადებთ ადმინისტრაციას, შეამოწმებთ კლინიკის დატვირთვასა და შეთავაზების პირობებს, შემდეგ კი შეაფასებთ მიღებულ მიმართვებსა და ვიზიტებს.

როგორი გამოცდილება გვჭირდება:

შესაძლოა მართავდით მცირე კლინიკას, ხელმძღვანელობდით რეგისტრატურას ან პაციენტთა მომსახურების გუნდს. ასევე განვიხილავთ უფროს ადმინისტრატორს, რომელსაც კოლეგების მუშაობასა და სწავლებაზე რეალური პასუხისმგებლობა ჰქონდა.

გვაინტერესებს კონკრეტული მაგალითები: როგორ ასწავლეთ ახალ თანამშრომელს, როგორ გააუმჯობესეთ მორიგეობის გადაბარება ან როგორ მოაგვარეთ მომსახურების პრობლემა. მნიშვნელოვანია ყოველდღიურ პროგრამებთან თავისუფლად მუშაობა, ინფორმაციის სიზუსტე და შედეგების გასაგებად წარმოდგენა.

ქართული ენის ცოდნა და ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია. უნდა შეძლოთ პაციენტებთან ინგლისურად ზუსტი და გასაგები კომუნიკაცია. რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა.

პირველი თვე

პირველი კვირა: გაიცნობთ გუნდს, პაციენტის გზასა და ყოველდღიურ სირთულეებს. მფლობელთან შეათანხმებთ პასუხისმგებლობებსა და პირველ პრიორიტეტებს.

მეორე კვირა: თავად იმუშავებთ ძირითად ციფრულ პროცესებზე, გამოავლენთ ადმინისტრატორების სასწავლო საჭიროებებს და დაიწყებთ პრაქტიკულ სწავლებას.

მესამე კვირა: დანერგავთ მორიგეობის გასაგებ გადაბარებას, დააკვირდებით თანამშრომლების მუშაობას სწავლების შემდეგ და გააუმჯობესებთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც კვლავ იწვევს შეცდომებს ან გაუგებრობას.

მეოთხე კვირა: გადახედავთ დასრულებულ და გამოტოვებულ ვიზიტებს, დააზუსტებთ დარჩენილ დავალებებს და მფლობელს წარუდგენთ მომსახურების გაუმჯობესების ერთ პრაქტიკულ წინადადებას, რომლის შედეგის შეფასებაც შესაძლებელი იქნება.

მოგვიყევით, როგორ მუშაობთ

შერჩევა გამოცდილების შესახებ მოკლე საუბრით იწყება. შემდეგ ეტაპზე იქნება გამოგონილი კლინიკური სამუშაო დღის პრაქტიკული დავალება, მათ შორის ახალი ადმინისტრატორისთვის ერთი პროცესის ახსნა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ