ტუტორი
სკოლა "ახალი თაობის" ამერიკული პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ტუტორი უზრუნველყოფს ინგლისურენოვან ამერიკულ პროგრამაში ჩართული მოსწავლეების აკადემიურ მხარდაჭერას - მუშაობს ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებთან, როგორც გაკვეთილის ფარგლებში, ისე მის გარეთ, საგნის მასწავლებლებთან მჭიდრო კოორდინაციით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება განათლების, ინგლისური ფილოლოგიის ან შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით (შესაძლებელია განიხილებოდეს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
- ინგლისური ენის ფლობა მოსწავლეებთან ინგლისურ ენაზე მუშაობისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2)
- სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება სწავლების, რეპეტიტორობის, მენტორობის ან ბანაკის ფორმატში ჩაითვლება უპირატესობად
- მასწავლებლის მომზადების პროგრამის სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მოსწავლეთა ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური აკადემიური მხარდაჭერა ინგლისურენოვან საგნებში
- პროგრამაში ახლად ჩართული ან ინგლისური ენის განვითარების ეტაპზე მყოფი მოსწავლეების მხარდაჭერა
- მოსწავლეთა მეთვალყურეობა და მხარდაჭერა დამოუკიდებელი მუშაობის, საშინაო დავალებისა და კონსულტაციის საათებზე
- მიმაგრებული მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი და გაწეული მხარდაჭერის აღრიცხვა
- საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა პროგრესისა და საჭიროებების შესახებ
- ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერა სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით
- პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში მონაწილეობა
საჭირო კომპეტენციები:
- სასწავლო მასალის ინგლისურ ენაზე გასაგებად ახსნის უნარი მოსწავლის დონის შესაბამისად
- მოსწავლის სირთულის ნამდვილი მიზეზის იდენტიფიცირებისა და მიდგომის შესაბამისად ადაპტირების უნარი
- მოთმინება და ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფთან მუშაობის უნარი
- ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და ინგლისურენოვანი პროგრამის მოთხოვნების ცოდნა (უპირატესობა)
- ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა
- გუნდურად მუშაობისა და წამყვანი მასწავლის სასწავლო გეგმის მიყოლის უნარი
პიროვნული თვისებები:
- კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს ბავშვებისა და მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულებით, ემოციური მდგრადობითა და ტაქტით
- აუცილებელია მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა
- სასურველია ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
- მოსწავლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად და პასუხისმგებლობით მართვა
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პირადობის მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია / CV (სასურველია ინგლისურად)
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი)
- ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით
- კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ
შერჩევის პროცესი
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე და მოსწავლესთან მოკლე პრაქტიკული დავალების ან სამოდელო სასწავლო სიტუაციის შესასრულებლად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით
- სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები
- ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები
- პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლასა და კეთილდღეობაზე