აკადემიური თანამდებობები — კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ვაკანსია №1

თანამდებობა: პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: შინაგანი მედიცინა
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 5 წელი

ვაკანსია №2

თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: შინაგანი მედიცინა
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 3
არჩევის ვადა: 4 წელი

დაიშვება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა.

ვაკანსია №3

თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: ფსიქიატრია
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი

დაიშვება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა.

ვაკანსია №4

თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: ნევროლოგია
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი

ვაკანსია №5

თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: რადიოლოგია
დისციპლინის ტიპი: კლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი

ვაკანსია №6

თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოსოფიის მიმართულება
დისციპლინის ტიპი: არაკლინიკური
ვაკანსიების რაოდენობა: 1
არჩევის ვადა: 4 წელი

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
** ასოცირებული პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** ასისტენტი: დოქტორანტის სტატუსი.
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.

კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში დამატებით:

** შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი.
** პროფესორი: სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
** ასოცირებული პროფესორი: სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
** ასისტენტ-პროფესორი: სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
** ასისტენტი: დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში.

თუ თანამდებობა ასევე შეიძლება დაიკავოს პროფესიული ნიშნით კვალიფიციურმა პირმა, მისი კვალიფიკაცია უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

წარსადგენი დოკუმენტები:

** ავტობიოგრაფია (CV).
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
** აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
** პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებისათვის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
** ასისტენტის თანამდებობისათვის დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ *).
** კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატისა და კლინიკური გამოცდილების (ასისტენტისთვის: კლინიკურ სპეციალობაში დოქტორანტად ყოფნის) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
** პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატი: პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.

*ინგლისური ენის ცოდნა დასტურდება ერთ-ერთით: ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობა არანაკლებ 1 წელი; საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო ან კვლევითი საქმიანობა ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წელი; დასრულებული ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამა; B2 დონის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.). დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ცოდნა შემოწმდება უნივერსიტეტის ტესტირებით ან საკონკურსო კომისიის გასაუბრებით ინგლისურ ენაზე.

საბუთების მიღება:

მიღების დაწყება: 2026 წლის 24 დეკემბერი
მიღების დასრულება: 2026 წლის 31 დეკემბერი, 23:59 საათი

ელექტრონული ფოსტის მისამართი:

წერილის სათაური/შემცველობა: სავალდებულოა წერილში მიუთითოთ ვაკანსიის ნომერი, თანამდებობა და მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა, რომელზეც წარმოადგენთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი განუხილველად დარჩება.

საბუთები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, მითითებულ ვადაში.

შერჩევის პროცედურა:

** კონკურსს ატარებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია. კომისია ჯერ ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას მოთხოვნებთან, შემდეგ კი შესაბამის კანდიდატებს აფასებს.
** შეფასების კრიტერიუმები: აკადემიური ხარისხი ან პროფესიული ნიშნით კვალიფიკაცია და მისი შესაბამისობა ვაკანსიასთან; სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნის დონე; პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; კლინიკური ან სამუშაო გამოცდილება.
** კომისიას შეუძლია ჩაატაროს გასაუბრება, სადემონსტრაციო ლექცია ან გამოიყენოს შეფასების სხვა საშუალება.
** კომისია გადაწყვეტილებას იღებს საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილება ყველა კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტით, მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
** კონკურსანტს შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს რექტორთან, მოტივირებული განცხადებით, შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ