ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი — IBL - International Business Lab

IBL - International Business Lab

ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"IBL — International Business Lab" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

კომპანიის შესახებ:

IBL ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს და ბუღალტრული აღრიცხვისა და IT მიმართულებით 489 კომპანიას ემსახურება. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერს, რომელიც გაუძღვება სასწავლო პროცესს და სტუდენტებს შეასწავლის ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს. სწავლების ძირითადი მიმართულებებია ArchiCAD და 3ds Max.

ძირითადი მოვალეობები:

** ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
** პროგრამების ფუნქციონალისა და პრაქტიკული გამოყენების სწავლება;
** ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის პრინციპების გაცნობა;
** პრაქტიკული დავალებებისა და სავარჯიშოების მომზადება;
** სტუდენტების პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
** სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** სასწავლო პროცესის ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
** ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამებში პრაქტიკული პროექტების შექმნისა და ვიზუალიზაციის უნარი;
** ცოდნის ეფექტურად გადაცემისა და პრაქტიკული სწავლების უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს თუ გაქვთ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარგად ფლობთ ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამებს და გსურთ თქვენი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტუდენტების განვითარებასა და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი"

მოხარული ვიქნებით, გავეცნოთ თქვენს გამოცდილებასა და პროფესიულ ხედვას და განვიხილოთ IBL-ის გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2026

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ