ტურიზმისა და ტრენინგცენტრის კოორდინატორი- ახმეტა
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" აცხადებს ვაკანსიას ტურიზმისა და ტრენინგცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ახმეტა, სოფ. ზემო ხოდაშენის მეურნეობა
სამუშაო დრო - სრული განაკვეთი
საქმიანობის აღწერა:
ჯავშნების მიღება (სოციალური მედიიდან, მეილიდან, ტელეფონიდან, ვებგვერდიდან). ტურისტების დახვედრა, მეურნეობაში ექსკურსიის ჩატარება, ინფორმაციის მიწოდება, სუფრის და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მოთხოვნის შემთხვევაში. შეხვედრების და ტრენინგების ორგანიზება, ახალი პარტნიორების მოძიება.
მოთხოვნები:
- ტურისტებთან ურთიერთობის გამოცდილება
- კომუნიკაციის უნარი
- სოციალურ მედიაში მუშაობის უნარი
- კონტენტის შექმნის უნარი, კრეატიული მიდგომები.
- ინგლისური ენის ცოდნა
- ა/მ მართვის ცოდნა
ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე