ტურიზმის მენეჯერი რუსულენოვანი
ტურისტული კომპანია “ Travel Bee ” აცხადებს ვაკანსიას Russian Speaking Inbound Manager პოზიციაზე. აქ იხილეთ ინფო ჩვენზე https://www.traveltogeorgia.com.ge/en
სავალდებულო მოთხოვნები:
- რუსული და ქართული ენის სრულფასოვნად ფლობა
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობა
- საქართველოს გეოგრაფიის ცოდნა
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft office: Word; Excel; Outlook)
- ტურიზმში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
სხვა ყველაფერს ჩვენ შეგასწავლით!
უპირატესობად ჩაითვლება:
- CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება
- სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში
- Canva/ფოტოშოპი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიღებული მოთხოვნის დამუშავება (გიდი, მძღოლი, სასტუმრო და სხვ. დაჯავშნა)
- ბუღალტერიასთან ფინანსური დოკუმენტების კოორდინაცია
- ტურისტებთან & პატნიორებთან ურთიერთობა და ტურების სრული კონტროლი
- ბაზების განახლება
- გაყიდვების ზრდისთვის სხვა საჭირო მოქმედებები
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- შრომისუნარიანობა/სისხარტე
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
- სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს
- გამოსაცდელი ვადის შემდეგ ფიქსირებულ ანაზღაურებას 1500 ლარის ოდენობით (კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა
- თბილისის ცენტრში კომფორტულ ოფისში სამუშაო გარემოს
- კარიერულ ზრდას და მივლინებებს მსოფლიოს და საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში