ტურისტული პლატფორმის ადმინისტრატორი — კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი — ლოგო
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

ტურისტული პლატფორმის ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ტურისტული პლატფორმის ადმინისტრატორის (Juniper Travel Technology) პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი წარმოადგენს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს საქართველოში.

პოზიციის აღწერა

ვაკანსია განკუთვნილია დამწყები სპეციალისტისთვის. მისი მთავარი ამოცანაა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმის - Juniper Travel Technology-ს ადმინისტრირება, განვითარება და მხარდაჭერა. პოზიცია მოიცავს პლატფორმის სისტემურ კონფიგურაციას, ფუნქციონალების ტესტირებას, ტექნიკური საკითხების კოორდინაციას Juniper-ის მხარდაჭერის გუნდთან და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისტემური სწავლება და ადმინისტრირება: Juniper-ის სასწავლო მასალების (ვიდეო-ლექციები, ტექნიკური დოკუმენტაცია) დამოუკიდებლად ათვისება, პლატფორმის პარამეტრების მართვა და საიტის ტექნიკური მხარდაჭერა.
  • გუნდის მხარდაჭერა და ტრენინგი: თანამშრომლებისთვის სისტემების და ახალი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების სწავლებაში დახმარება; ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
  • ინოვაციები და ავტომატიზაცია: ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ავტომატიზაციის ახალი შესაძლებლობების მუდმივი მოძიება და მენეჯმენტისთვის შეთავაზება (პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით).
  • კომუნიკაცია პროექტის მენეჯერთან: რეგულარული ანგარიშგება და მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის მენეჯერთან მიმდინარე ამოცანების, სისტემური სტატუსისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
  • კომუნიკაცია მომწოდებელთან: Juniper-ის გლობალურ მხარდაჭერის გუნდთან მიმოწერა (ინგლისურ ენაზე) ტექნიკური საკითხებისა და ხარვეზების გადაჭრის მიზნით.
  • ტესტირება: ახალი ფუნქციონალების და ინტეგრაციების (API) ტესტირების პროცესში მონაწილეობა და დოკუმენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი IT, კომპიუტერული მეცნიერებების ან ბიზნეს-ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • ტექნიკური უნარები: საბაზისო წარმოდგენა ვებ-სისტემებისა და ციფრული ხელსაწყოების შესახებ.
  • ინტერესი AI ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის მიმართ.
  • ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად.

პიროვნული თვისებები:

  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14, D ბლოკი, Stamba-ს ტერიტორიაზე.