IT ადმინისტრაციული ასისტენტი
"IT Connect" — სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულყოფილ კორპორატიულ IT ინფრასტრუქტურის მართვასა და მხარდაჭერას.
ჩვენი მომსახურებები მოიცავს:
- IT აუთსორსინგს;
- ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას;
- სერვერების ვიზუალიზაციას;
- სამეთვალყურეო (CCTV) სისტემებს;
- ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს.
ამჟამად ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც შემოგვიერთდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიცია: IT ადმინისტრაციული ასისტენტი
გრაფიკი: 5/2 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების/რეპორტების მომზადება;
- შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა, დასწრება, განხილული საკითხების დეტალური ფიქსაცია, დავალებების მონიტორინგი და შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საჭირო დოკუმენტების შეგროვება, დამუშავება, გადაგზავნა და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
- შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით;
- გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ორგანიზაციული პროცესების კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
- სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება საჭიროების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- Microsoft OFFICE-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარები;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.