DevOps ინჟინერი
პოზიციის დასახელება: DevOps ინჟინერი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
დანაყოფი: საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
- Docker Swarm ან Kubernetes-თან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
- კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობა - GIT
- Linux-თან მუშაობის გამოცდილება
- ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება:
- Gitlab CI/CD-თან მუშაობის გამოცდილება
- ElasticStack ან Prometheus-ის ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
- პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფად გადაჭრის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- Docker Swarm-ის კლასტერის აწყობა / ადმინისტრირება / მონიტორინგი
- CI/CD pipeline-ების დაგეგმვა, აწყობა და მხარდაჭერა
- დეველოპმენტის და Deployment პროცესების ავტომატიზაცია
- სისტემური და ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება
- ინფრასტრუქტურის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- ახალი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების კვლევა და დანერგვა
- დეველოპმენტის პროცესში დაკისრებული ამოცანების შესრულება
რას გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად