ტურ ოპერატორი
შპს "ჯი 360" აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
თუ გიყვარს მოგზაურობა, ტურიზმი და ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, გინდა მეგობრული სამუშაო გარემო, — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ!
ძირითადი მოვალეობები:
- ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- სასტუმროების, ავიაბილეთებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება და დაჯავშნა;
- მომხმარებელთა კონსულტაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისად ტურების შერჩევა;
- პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან და სერვისის მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- ჯავშნებისა და ტურისტული დოკუმენტაციის კონტროლი;
- ტურების მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი და საჭირო საკითხების ოპერატიულად მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა — B2/C1 დონე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კარგი საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ტურიზმის სფეროში საინტერესო და მრავალფეროვან გამოცდილებას;
- ხელფასი შეთანხმებით.