ტურ-მენეჯერის კურსები
სამუშაოს აღწერილობა
კომპანია "ინდექსი" აცხადებს ვაკანსიას - ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1200-1500₾
მოვალეობები:
- საწარმოს ფინანსური-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა;
- სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა, ამონარიდების, ანგარიშ-ფაქტურების, აქტების, ზედნადებების, ხარჯთაღრიცხვების, ანგარიშ-გაწორებების, დოკუმენტების სწორად შევსება და აღრიცხვა;
- მთავარი ბუღალტრის მითითებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება;
- სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ბუღალტერია);
- ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Owner, Oracle, SAP);
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად ან ბუღალტრის თანაშემწედ;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილი ცოდნა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.
გრაფიკი: სრული სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00-18:00
სხვა:
- კომპანიაში მუშაობის გრძელვადიანი პერსპექტივა;
- სასიამოვნო სამუშაო გარემო;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.