ცვლის მენეჯერი
"დომინო`ს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ცხრა ფილიალს.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ ორგანიზებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გინდა განივითარო მენეჯერული უნარები, მართო გუნდი და გაიარო კარიერული განვითარების რეალური გზა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
სამუშაო ადგილები — თბილისი:
- ვაჟა-ფშაველა — მეტროს მიმდებარედ
- ვაკე — ჭავჭავაძის გამზირი
- ვარკეთილი — ჰუალინგის დასახლება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე, 8-საათიანი ცვლები:
- 10:00-18:00
- 18:00-02:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა ცვლის განმავლობაში;
- ცვლაში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- პროდუქციის მიღება და დახარისხება;
- ფილიალში სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა;
- ცვლის განმავლობაში წარმოქმნილ საკითხებზე შესაბამისი რეაგირება;
- თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
რას გთავაზობთ Domino`s?
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს / ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში;
- კვებას;
- დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას;
- ტრანსპორტირებას;
- კარიერული და ფინანსური წინსვლის შესაძლებლობას;
- სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის/აქვს:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია მომსახურების სფეროში;
- სასურველია გუნდის მართვის მცირე გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდზე და შედეგზე ორიენტირებული;
- აქტიური და ენერგიული სამუშაო პროცესისთვის;
- გუნდური მუშაობის უნარი.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
რატომ Domino`s?
Domino`s-ში მიიღებ რეალურ მენეჯერულ გამოცდილებას, განივითარებ გუნდის მართვისა და ოპერაციული პროცესების ორგანიზების უნარებს და გექნება შესაძლებლობა, ეტაპობრივად გაიარო კარიერული გზა სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში.