ცვლის მენეჯერი
ექსტრამითის პავილიონი თბილისის ფილიალი, გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი 55ა.
ფიქსირებული ანაზღაურება სრულ განაკვეთზე: 1300 ლარი + საბონუსე სისტემა
სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
ხელშეწყობა ცხრილში;
განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
ბენეფიტები:
- კვებაზე ფასდაკლება;
- სტაჟირება გამოცდილ სპეციალისტებთან;
- მეგობრული გარემო;
- საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სარესტორნე სფეროში;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ფუნქცია/მოვალეობები:
- სამზარეულო პროცესების მართვა. (კერძების მომზადება, გუნდის მონიტორინგი, შეკვეთების გონივრულ ვადაში მომზადება-გაცემის მონიტორინგი)
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მოსმენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
- ობიექტზე არსებული მაღალი ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
- ობიექტზე დაწესებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.
- სამზარეულოს მარაგების კონტროლი
- საკურიერო აპლიკაციების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი.
- შეკვეთების მიღება და განთავსება.