ცხოველთა განყოფილების მომვლელი — თბილისის ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

ცხოველთა განყოფილების მომვლელი

₾1280 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

ცხოველთა განყოფილების მომვლელი

სამუშაო დრო და ანგარიშვალდებულება:

  • ცხოველების მომვლელის სამუშაო საათები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე. შესვენება დღის პირველი საათიდან დღის ორ საათამდე.
  • ხუთი სამუშაო და ორი დასვენების დღე (განყოფილების უფროსთან შეთანხმებით).
  • ცხოველების მომვლელის სამუშაო საათები, განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შეიცვალოს.
  • ცხოველების მომვლელი ანგარიშვალდებულია განყოფილების უფროსის წინაშე.

ხელფასი: 1280 ლარი

ვალდებულებები:

  • მომვლელი ყოველდღიურად სამუშაო საათების დაწყებისა და დამთავრებისთანავე ამოწმებს ვოლიერების მდგომარეობას.
  • მომვლელი ვოლიერის დაზიანების ან სხვა რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის განყოფილების უფროსს.
  • მომვლელი, განყოფილების უფროსთან შეთანხმების საფუძველზე, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაზიანებას საკუთარი ძალებით აღმოფხვრის.
  • მომვლელი დღის განმავლობაში მონიტორინგს უწევს ცხოველებს, აფასებს მათ ზოგად მდგომარეობას. აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის განყოფილების უფროსს და ვეტერინარულ სამსახურს.
  • მომვლელი უწევს ყოველმხრივ დახმარებას ვეტერინარულ სამსახურს სხვადასხვა ვეტერინარული მანიპულაციების (ცხოველის იმობილიზაციისთვის მომზადება, ცხოველის იმობილიზაცია, დაძინებული ცხოველის გადაყვანა, ევთანაზია, გამოწუნება, ქირურგიული ჩარევა, პოსტოპერაციული პერიოდი და სხვა) ჩატარებისას.
  • მომვლელი დღის ბოლოს ამოწმებს სარწყულებლებს, აუზებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის/ამატებს წყალს.
  • მომვლელი კვებავს ცხოველს დადგენილი გრაფიკით, რაციონის მიხედვით, კვებითი ენრიჩმენტის გამოყენებით (იმ ცხოველებში, სადაც ენრიჩმენტი ხორციელდება).
  • მომვლელი, განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, ატარებს სხვა სახის ენრიჩმენტებსაც.
  • მომვლელი, განყოფილების უფროსის დავალებით, სეზონურად აწყობს ბუდეებსა და ბუნაგებს.
  • მომვლელი ყოველდღიურად ალაგებს/ასუფთავებს:
    • ვოლიერებს, შუშის ბარიერებს, ღობეებს, ბადეებს, კედლებს, იატაკს;
    • ვოლიერსა და გარე დამცავ ბარიერს შორის არსებულ სივრცეს;
    • ვოლიერებში არსებულ საკვებურებსა და სარწყულებლებს, წყლის რეზერვუარებს, აუზებს.
  • კატეგორიულად იკრძალება ცხოველზე ნებისმიერი სახის ძალადობა (უხეში მოპყრობა, ყვირილი, ცემა და სხვა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ტრავმირება, ფსიქოლოგიური შოკი, გაღიზიანება, აგრესია.
  • ცხოველთა მომვლელი შვებულების დროს ტოვებს შემცვლელს, რომელიც დროებით ითავსებს მის ფუნქციებს.