წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი
წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი მუშაობს 11-იდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებთან ორი ძირითადი მიმართულებით:
ლიტერატურა და წიგნიერება:
- "ლეტერატოს" პროგრამული მასალის ეფექტიანად მიწოდება;
- მოსწავლეებში გააზრებისა და მსჯელობის პროცესებისათვის ბიძგის მიცემა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნაწარმოების ძირითადი იდეები, ღირებულება და კონცეფციები;
- ინტროსპექციისა და ემპათიის უნარების განვითარება;
- წაკითხულის გააზრებისა და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ხელშეწყობა.
კრიტიკული აზროვნება:
- თანმიმდევრული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება;
- არგუმენტაციის, დებატისა და ოპონირების ტექნიკის სწავლება მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით;
- პროგრამულ მასალაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ცნებასა თუ წინააღმდეგობრივ საკითხზე სიღრმისეული ცოდნის გაზიარება;
- ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნების გამოტანის, ოპონენტის პატივისცემისა და კონსტრუქციული მსჯელობის უნარების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის ან ინტერდისციპლინური მიმართულებით;
- მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპების გააზრება;
- ფართო ერუდიცია, მხატვრული ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა და ინტერდისციპლინური აზროვნების უნარი;
- სწავლებისა და პედაგოგიური საქმიანობის მაღალი მოტივაცია.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ემპათია და ეთიკური კომუნიკაციის უნარი;
- ასაკობრივი სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინების უნარი;
- მოსწავლეებთან ყურადღებიანი, სენსიტიური და ინდივიდუალური მიდგომის უნარი.