წარმოების ხელმძღვანელი
კომპანია შპს "არდენზე" ავეჯის საწარმო აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "Ardenze" ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ წარმოების ხელმძღვანელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება მაღალი ხარისხის ავეჯის დამზადების პროცესში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N3
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი; 9:00 -18:00)
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და ყოველდღიური მართვა;
- საწარმოო გეგმის შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა;
- პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და გუნდის ზედამხედველობა;
- მასალებისა და ხარისხის კონტროლი;
- დანადგარების გამართული მუშაობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების ეფექტური გამოყენება;
- საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან წარმოების მაჩვენებლებზე.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება წარმოების ან საწარმოო პროცესის მართვის მიმართულებით (სასურველია ავეჯის ან ხის დამუშავების სფეროში);
- გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- საწარმოო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.