წარმოების დაგეგმვის მენეჯერი — ფაბრიკონი

ფაბრიკონი — ლოგო
ფაბრიკონი

წარმოების დაგეგმვის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ფაბრიკონი აცხადებს ვაკანსიას წარმოების დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაქვთ ანალიტიკური აზროვნება, წარმოების პროცესების მართვის გამოცდილება და გსურთ საწარმოს ეფექტიანობის ზრდაში წვლილის შეტანა — გელოდებით.

ფუნქციები და მოვალეობები

  • საწარმოს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი დატვირთვის კონტროლი, ანგარიშგება და მასთან დაკავშირებული საკითხების ინიცირება
  • პროექტებისა და პროდუქტების შრომითი დანახარჯების შეფასება და ანგარიშგება
  • პროდუქტების წარმოების შრომითი დანახარჯების ნორმების მონიტორინგი და სრულყოფა
  • წარმოების ყოველდღიური და საშუალოვადიანი გეგმების შედგენა, ვადების მართვა
  • მოხელეების დღიური ანგარიშების კონტროლი, სტატუსების გადამოწმება და სისტემაში ასახული ინფორმაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან თანხვედრის უზრუნველყოფა
  • წარმოებაში ჩასაშვები პროდუქტების წარმოების ციკლის წინასწარი შეფასება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და დაგეგმვა
  • მოხელეების მიერ ინიცირებული საკითხების მართვა
  • მოხელეებისა და საწარმოო უბნების ეფექტიანობის შეფასება, ანალიზი და ანგარიშგება
  • მოხელეების ვაკანსიების ინიცირება და შერჩევის პროცესში მონაწილეობა
  • მიმდინარე შეკვეთებისთვის საჭირო მარაგების კონტროლი, შესყიდვების ინიცირება

მოთხოვნები

  • ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება
  • ტექნიკური უნარები: Excel-ის ცოდნა, ERP/MRP სისტემებთან (მაგ. 1C, SAP) მუშაობის გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება

ბენეფიტები

  • კვება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტპასი

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • უფასო კვება

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ