ქოლ ცენტრის ოპერატორი — iPlus

iPlus — ლოგო
iPlus

ქოლ ცენტრის ოპერატორი

₾1500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

აიპლიუსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

„აიპლიუსი“ არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და 2011 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტექნიკის ბაზარზე საქართველოში.

ქოლ ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ან საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან;
  • ონლაინ გაყიდვებისა და განვადებების მონიტორინგი;
  • ხარისხის მონიტორინგის მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შეფასება და რეპორტინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება:

დღეში ფიქსირებული ანაზღაურება - საშუალოდ 1500 ლარი თვეში