წარმოებაში ნედლეულის მიმღები — G&A Group

G&A Group

წარმოებაში ნედლეულის მიმღები

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში ნედლეულის მიმღების პოზიციაზე

მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება;
  • საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა;
  • მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა;
  • მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • თვეში ერთხელ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღების მზაობა;
  • ბუღალტრის მითითებების შესრულება.

კომპანია უზრუნველყოფს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სამუშაო ფორმას;
  • ერთჯერად კვებას;
  • დილის საათებში მეტრო "სარაჯიშვილიდან" ტრანსპორტირებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ