ტრანსფუზიოლოგიის სამსახურში უმცროსი ექიმი — თბილისის ცენტრალური ლაბორატორია

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია — ლოგო
თბილისის ცენტრალური ლაბორატორია

ტრანსფუზიოლოგიის სამსახურში უმცროსი ექიმი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ტრანსფუზიოლოგიის სამსახურში უმცროსი ექიმის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

განყოფილება: ტრანსფუზიოლოგიის სამსახური

ძირითადი ფუნქციები:

  • სისხლის კომპონენტებით მკურნალობის განხორციელება (ტრანფუზია)
  • დონორისა და რეციპიენტის შეთავსების (კროს-მეჩის) პროცედურების ჩატარება
  • ტრანსფუზიის პროცესის მონიტორინგი და პაციენტის მდგომარეობის კონტროლი
  • ტრანსფუზიასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, როგორც ქაღალდმატარებელში (ჟურნალები), ასევე NCDC პორტალზე და კლინიკის პროგრამებში
  • ტრანსფუზიის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა
  • სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა და დაკისრებული პროფესიული მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება