ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი- ბათუმი — თიბისი ფეი

თიბისი ფეი

ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი 15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი. სამუშაო მოვალეობები: ** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა; ** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; ** ტექნიკური ხარვეზების მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული ხარისხიანი შესრულება; ** აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა); ** ტერმინალების ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი; ** ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა; გამოცდილება: ** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; ** საკუთარი ავტომობილი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული.