თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი — ფსიქოგანათლების ცენტრი სივრცენი

ფსიქოგანათლების ცენტრი სივრცენი

თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "სივრცენი" აცხადებს ვაკანსიებს ენა მეტყველების, ადრეული განვითარების, ქცევის, აკადემიურის, სენსორულ/ოკუპაციურის თერაპევტების, ნეიროფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვთა შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია
  • წერილობითი ანგარიშგება და მშობლისთვის გაცნობა
  • საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება
  • 6 თვეში ხელახალი შეფასება და ინტერვენციის გეგმის განახლება
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვის სხვა სერვისში გადამისამართება
  • საქმეების განხილვებში მონაწილეობის მიღება
  • კვირაში ერთხელ ორგანიზაციულ და გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • უწყვეტი პროფესიული განათლების მზაობა
  • პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის მზაობა
  • სიახლეების გაცნობის, გაზიარებისა და დანერგვის მზაობა
  • საქმეების მართვის პროცესში თანამშრომლობის მზაობა და გუნდურობა
  • ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა

მისამართი: საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6

სამუშაო დღეები: შაბათი-კვირა, ასევე განიხილება კვირის სხვა დღეებიც 17:00 საათიდან 21:00 საათამდე. კვირა დღეზე იმოქმედებს განსაკუთრებული ტარიფი.

სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი.

დოკუმენტაცია: დიპლომი, შესაბამისი სერტიფიკატები, CV, სამოტივაციო წერილი

განცხადების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026.